ბლოგის შესახებ:

 

ისწავლე ონლაინ

დისტანციური სწავლების კურსი 1–დან მე–6 კლასის სასკოლო საგნების რესურსებს ერთ სივრცეში აერთიანებს.

ბლოგის მეშვეობით, თქვენთვის მისაღებ დროს და ადგილას,  შეგიძლიათ გაიღრმავოთ ცოდნა სასკოლო საგნებში: მოიძიოთ სასურველი თემა, გადაიმეოროთ განვლილი მასალა და ისწავლოთ ახალი. ასევე შეგიძლიათ გაუზიაროთ საინტერესო გაკვეთილები მეგობრებს და შეგვიკვეთოთ სასურველი გაკვეთილების თემა, რომელსაც სასურველ დროს უყურებთ.

ბლოგზე განთავსებული რესურსები ყველასთვის ხელმისაწვდომია უფასოდ, როგორც საქართველოს ტერიტორიიდან, ისე უცხოეთიდან. ვიდეო გაკვეთილების, ტესტების თუ სახალისო თამაშების შესრულება შესაძლებელია თქვენთვის მოსახერხებელი მოწყობილობიდან, რომელსაც აქვს ინტერნეტ კავშირი. 

 

ბლოგის მიზანი:
 
„ისწავლე ონლაინ“  წარმოადგენს საგანმანათლებლო-შემეცნებით ბლოგს.  დისტანციური სწავლების  კურსის  მიზანია სასწავლო პროცესი უფრო მოსახერხებელი და ხელმისაწვდომი გახდეს ყველასთვის.

ბლოგზე ასევე შესაძლებელია გამოგვიგზავნოთ თქვენთვის სასურველი რესურსის მოთხოვნა აღნიშნული ფორმის შევსებით  საგნის მითითებით და ჩვენ ვეცდებით უმოკლეს ვადაში ავტვირთოთ. 

No comments:

Post a Comment